მასალები
სანთლის ლაბორატორია
ყველაფერი სანთლის წარმოებისთვის
მასალები
previous arrow
next arrow

ფასდაკლება

ხშირად დასმული შეკითხვები

რომელი ცვილი არის საუკეთესო სანთლების დასამზადებლად?

ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ტიპის სანთლის დამზადება გსურთ. სოიოს ცვილი ბუნებრივია და სუფთად იწვის, იდეალურია კონტეინერის სანთლებისთვის.პარაფინის ცვილი აძლევს ძლიერ არომატს და კარგად იღებს ფერს.ფუტკრის ცვილი ეკოლოგიურია და დიდხანს იწვის. ქოქოსის და პალმის ცვილიც საკმაოდ პოპულარულია ეკო-მეგობრულ ცვილებს შორის.

ეთერზეთი მიიღება მცენარეებისგან და 100%-ით ბუნებრივია. ხშირად გამოიყენება არომათერაპიაში. არომატული ზეთი კი სინთეტიკური ან ბუნებრივი კომპონენტების ნაზავია და შექმნილია სპეციალურად სანთლებისა და კოსმეტიკისთვის. ის ხშირად უფრო ძლიერ და მდგრად სურნელს იძლევა.

wet spots ჩნდება, როცა ცვილი კონტეინერის კედლებს არ ეწებება თანაბრად. ეს მხოლოდ ვიზუალური ნაკლია და არ ვნებს სანთელს. მისი თავიდან ასაცილებლად დაასუფთავეთ კონტეინერი კარგად, გააცხელეთ ცოტა წინასწარ და დაასხით ცვილი სწორ ტემპერატურაზე.

რა ზომის ფითილი უნდა გამოვიყენო სანთლისთვის?

ფითილის ზომა დამოკიდებულია სანთლის დიამეტრზე, ცვილის ტიპზე და არომატის რაოდენობაზე. საუკეთესო შედეგისთვის საჭიროა სხვადასხვა ფითილის გამოცდა. ჩვენს მაღაზიაში ყველა ფითილის აღწერაში მითითებულია თუ რა დიამეტრის სანთლისთვის არის ფითილი განკუთვნილი.

არომატული ზეთის რაოდენობა დამოკიდებულია ცვილის ტიპზე და სასურველ სურნელზე. როგორც წესი, გამოიყენება ცვილის წონის 3-10% არომა ზეთი (რაც უფრო მაღალი ხარისხის არის არომა ზეთი, მით უფრო ნაკლების დამატება ჭირდება). მაგალითად, თუ გაქვს 100 გრამი ცვილი, 3-10 მილიგრამი არომა ზეთი იქნება საკმარისი. ინტერვალი 3 და 10 მილიგრამს შორის საკმაოდ დიდია, თუმცა არომატების აღქმაც ძალიან ინდივიდუალურია და ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, ვის რამდენად ინტენსიური არომატები მოწონს…

  •  ცვილის გასადნობი ჭურჭელი (ან ორმაგი ქვაბი)
  • თერმომეტრი
  • სასწორი
  • ფითილი
  • კონტეინერები ან სანთლის ფორმები
  • არომატული ზეთები (სურვილისამებრ)ფერები (სურვილისამებრ)
  •  ჩასასხმელი ჭურჭელი და ჩხირები კარკასის დასაფიქსირებლად

პოპულარული პროდუქტები

შენი კალათა