წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არის სანთლის ლაბორატორიის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
სანთლის ლაბპრატორიის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და სანთლის ლაბორატორიის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება სანთლის ლაბორატორიის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან სანთლის ლაბორატორია მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია სანთლის ლაბორატორიას დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. სანთლის ლაბორატორიის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
- მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს სანთლის ლაბორატორიის საიტზე განთავსებული პროდუქცია;
- მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
- მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება;
- პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
- რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა;
- ანგარიში – მომხმარებლის მიერ candlelab.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს candlelab.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
რეგისტრაცია
სანთლის ლაბორატორიის პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
- სახელი;
- მისამართი;
- ელექტრონული ფოსტა;
- სისტემაში შესასვლელი პაროლი.
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „ჩემი ანგარიში“.
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია ელექტრო
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
- იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
- არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას სანთლის ლაბორატორიის ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
- არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
- არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
- არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
- დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს candlelab.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, სანთლის ლაბორატორიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
- არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის candlelab.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას;
- არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და სანთლის ლაბორატორიის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.
სანთლის ლაბორატორიის პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე .
შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
სანთლის ლაბორატორია, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს საკურიერო კომპანიებს.
კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.
მომსახურების მიღება
შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
მომხმარებლის მიერ სანთლის ლაბორატორიის ვებგვერდიდან დღის 11:30 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება, თბილისის ტერიტორიაზე, განხორციელდება იმავე დღეს, ხოლო 11:30 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქციის მიწოდება, – მეორე დღეს. საკურიერო მომსახურება თბილისში 6-8 ლარია.
დიდსა და პატარა რეგიონებში, სანთლის ლაბორატორიის ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის გაგზავნა ხდება ორშაბათს და ოთხშაბათს კომპანია “დელივო”-ს მიერ. თუკი თქვენით გაიტანთ ამანათს სერვის-ცენტრიდან, მაშინ 3 კილომდე გზავნილი საფასური იქნება 7 ლარი. ხოლო სახლში მოტანის სერვისის საფასური 10 ლარი იქნება.
სხვა სოფლებსა და ქალაქებში, სადაც არ არის დელივოს სერვის-ცენტრი, საკურიერო მომსახურების ტარიფი, იწყება 10 ლარიდან.
პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
თუ სანთლის ლაბორატორია მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს სანთლის ლაბორატორიის გუნდს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სანთლის ლაბორატორია შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
სანთლის ლაბორატორია პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
სანთლის ლაბორატორია იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
სანთლის ლაბორატორია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. სანთლის ლაბორატორია მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, candlelab.ge-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს სანთლის ლაბორატორიის კანონით დაცულ ინტერესებს.
მარკეტინგი
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების , მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სანთლის ლაბორატორია მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
სანთლის ლაბორატორია უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა სანთლის ლაბორატორიისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, სანთლის ლაბორატორია შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის სანთლის ლაბორატორიის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
მესამე მხარე
სანთლის ლაბორატორია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს სანთლის ლაბორატორიის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, სანთლის ლაბორატორია მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
ცვლილებები და დამატებები
სანთლის ლაბორატორია იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, სანთლის ლაბორატორია მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.