სოიოს საყალიბე ცვილი – Kerasoy Pillar 4120

Price range: 35,00 ₾ through 560,00 ₾

1-დან 3 კილოგრამამდე შეძენის შემთხვევაში, კილოგრამის ფასი იქნება 35 ლარი
3-დან 10 კილოგრამამდე შეძენის შემთხვევაში, კილოგრამის ფასი იქნება 33 ლარი
10-დან 20 კილოგრამამდე შეძენის შემთხვევაში, კილოგრამის ფასი იქნება 30 ლარი
20 კილოგრამიანი ყუთის შეძენის შემთხვევაში, კილოგრამის ფასი იქნება 28 ლარი
SKU: N/A Category:

KeraSoy Pillar 4120 – არის სპეციალურად შექმნილი სოიოს ცვილების ნაზავი საყალიბე სანთლებისა და არომა ცვილების დასამზადებლად. KeraSoy Pillar 4120 ბიოდეგრადირებადი და ვეგანური პროდუქტია. მის წარმოებაში არ გამოიყენება ცხოველური პროდუქტები და არ ტარდება ცხოველებზე ექსპერიმენტები. KeraSoy Pillar 4120-ს არ ჭირდება დამატებითი დანამატები, გარდა სანთლის მწარმოებლისთვის საჭირო არომატის და ფერისა. ძველი ან ნაწილობრივ გამოყენებული სანთლები შეიძლება გადაადნოთ და ცვილი ხელახლა გამოიყენოთ, თუმცა რეკომენდირებულია, ცვილის ტემპერატურა არ ასცდეს 85°C-ს და არ გააცხელოთ დიდი ხნის განმავლობაში. ცვილი უნდა შეინახოთ გრილ, მშრალ ადგილას, მოშორებით პირდაპირი სიცხისა, მზის შუქისა და ტენიანობისგან.

ყალიბები: ფორმები უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი ყველა დამაბინძურებლისგან. სასურველია, ყალიბი იყოს, მინიმუმ, ოთახის ტემპერატურაზე, თუმცა წინასწარ 45-50°C-მდე შეთბობა სასურველია.

ფერი: KeraSoy Pillar-თან უმეტესობა საღებავების ტიპი მუშაობს: ფხვნილი, სითხე, ბლოკები და ა.შ. ფხვნილის საღებავების
გამოყენებისას გააცხელეთ ცვილი დაახლოებით 75°C-მდე, დაამატეთ საღებავი და აურიეთ სრულად გახსნამდე. როდესაც იყენებთ თხევად საღებავებს ან ფერის ბლოკებს, გააცხელეთ ცვილი 70°C-მდე (თუ ფერის ბლოკების მწარმოებლისგან რეკომენდირებულია ცვილის მაქსიმალურად გაცხელება 85-90°C-მდე, მიჰყევით პიგმენტის მწარმოებლის რეკომენდაციას). ჩამოსხმამდე დარწმუნდით, რომ საღებავი სრულად დაიშალა.

არომატი: KeraSoy Pillar განკუთვნილია არომატის 5-10% დოზით გამოყენებისთვის. რეკომენდირებულია სპეციალურად ბუნებრივი ცვილებისთვის შექმნილი არომატები. წვის დიამეტრის ზომა და სიღრმე მნიშვნელოვნად მოქმედებს სუნის გავრცელებაზე, ამიტომ სწორი ფითილის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი არომატი შეიძლება უარყოფითად რეაგირებდეს ცვილთან, გამოიწვიოს გაჟონვა, დააუშნოვოს ზედაპირი ან იწვოდეს ართანაბრად. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია, თუ გამოიყენება პარაფინის სანთლებისთვის განკუთვნილი არომატები ანეთერზეთები.

ფითილები: ბუნებრივი ცვილები უფრო დიდ ფითილს მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული პარაფინის ცვილი. არომატი, ფერი და სანთლის ფორმა დიდ გავლენას ახდენს ფითილის ზომის შერჩევაზე. ძალიან დიდი ფითილი შეიძლება იწვევდეს ჭვარტლს, აჩქარებულ წვას და ცვილის გაჟონვას სანთლის გვერდებიდან. ძალიან პატარა ფითილი გამოიწვევს გვირაბისებურ წვას და მბჟუტავ ალს. თუ ალის ხარისხი ან სტაბილურობა არასაკმარისია, სცადეთ სხვა ტიპის/ზომის ფითილი. ტესტირების მიზნით სანთელი გააჩერეთ ჩამოსხმის შემდეგ, მინიმუმ, 48 საათით და მხოლოდ ამის შემდეგ აანთეთ.

ლღობა: დროებითად მაღალ ტემპერატურაზე (90°C-მდე) გაცხელება პრობლემას არ ქმნის, თუ ცვილი სწრაფად გაცივდება. უფრო მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვილის ფერის ცვლილება. აცადეთ ცვილს გაცივდეს სასურველ ჩამოსხმის ტემპერატურამდე, შემდეგ დაამატეთ არომატი და კარგად აურიეთ. გადნობისას მუდმივად ურიეთ ცვილს. ერიდეთ სპილენძისა და თუთიის შემცველ ჭურჭელში გადნობას, რადგან ეს აჩქარებს ფერის ცვლილებას. უჟანგავი ფოლადი საუკეთესოა, თუმცა ჩვეულებრივი ფოლადიც მისაღებია. ციფრული თერმომეტრები უფრო რეკომენდირებულია, ვიდრე ტრადიციული ვერცხლისწყლის.

ჩამოსხმა: ჩამოსხმის ტემპერატურა დამოკიდებულია ყალიბის ტიპსა და ზომაზე, გამოყენებულ არომატსა და საღებავზე. სანთლის
ფორმიდან მარტივად ამოსაღებად, რეკომენდირებულია 55-65°C ტემპერატურაზე ჩამოსხმა, თუმცა ეს დამოკიდებულია სანთლის
ზომასა და ფორმაზე. არომატი უმჯობესია დაუმატოთ და აურიოთ უშუალოდ ჩამოსხმის წინ. თუ ჩამოსხმისას სირთულეები გაქვთ, სცადეთ ტემპერატურის შეცვლა 5-10°C-ით. ფორმების წინასწარი გათბობაც აუმჯობესებს შედეგს.

დამატება/შევსება: KeraSoy Pillar 4120 შექმნილია ერთი ჩამოსხმისთვის, თუმცა ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი სანთლებისთვის, ზედაპირის გასათანაბრებლად საჭიროა დამატებითი დოზა. ამისთვის გამოიყენეთ ოდნავ უფრო თბილ ტემპერატურაზე გამდნარი მცირე რაოდენობის ცვილი და დაამატეთ მანამ, სანამ სანთელი ბოლომდე გაცივდება (სრულად გაცივებულ სანთელზე დამატებამ, შეიძლება შეაფერხოს ცვილის მიერთება სვეტთან და გაიკეთოს თვალსაჩინო ხაზი).

სანთლის გაგრილება/გაშრობა: მზა სანთლები გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე (დაახლოებით 22-25°C). გააჩერეთ, მინიმუმ 48 საათი მაინც და მხოლოდ ამის შემდეგ დაწვით (იდეალური შედეგისთვის, რეკომენდირებულია 7-10 დღით გაჩერება, რომ სრულად გამოშრეს სანთელი და წვის დრო იყოს მაქსიმალურად გახანგრძლივებული).

რაოდენობა

1 კგ, 3კგ, 10კგ, 20კგ

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “სოიოს საყალიბე ცვილი – Kerasoy Pillar 4120”

Your email address will not be published. Required fields are marked *

შენი კალათა